ამ გვერდის ამობედვა

ავღანეთში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ავღანეთის პროვინცია ბადახშანის მთებში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, - ინფორმაციას ავღანური მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, ავღანეთში გაუჩინარებული Falcon 10 თვითმფრინავი რუსეთის სამოქალაქო თვითმფრინავების სახელმწიფო რეესტრშია რეგისტრირებული. უწყებაში განმარტავენ, რომ თვითმფრინავი რადარებიდან ავღანეთის საჰაერო სივრცეში ყოფნისას გაუჩინარდა.

 

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა - ეკიპაჟის ოთხი წევრი და ორი მგზავრი. თვითმფრინავი გაია - ტაშკენტი - ჟუკოვსკის ჩარტერულ რეისს ასრულებდა.

 

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ავღანეთისა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებასთან კონტაქტში იმყოფება და თვითმფრინავის ძებნა მიმდინარეობს.

წაკითხვა 119 ჯერ

სიახლეები