"კურილის კუნძულებზე ახალი იარაღი განთავსდება - არ გვაღელვებს ამ კუნძულების მიმართ იაპონელების გრძნობები"
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, კურილის კუნძულების სტრატეგიული როლი გაიზრდება, მათ შორის ახალი იარაღის განთავსებით.
„კურილის კუნძულები აქტიურად განვითარდება და ამავე დროს გაიზრდება მათი სტრატეგიული როლი, მათ შორის იქ ახალი იარაღის განლაგებით”, - წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.
მისი თქმით, მოსკოვს აბსოლუტურად არ აღელვებს იაპონელი ხალხის გრძნობები ამ კუნძულების მიმართ და რომ კურილის კუნძულები არ არის სადავო ტერიტორიები, არამედ რუსეთის ნაწილი.
„იმ სამურაებს, რომლებიც განსაკუთრებით მოწყენილნი არიან, შეუძლიათ სეპუკუ ჩაიდინონ, თუ ამის გამბედაობა ეყოფათ“, - წერს მედვედევი.
გუშინ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ პარლამენტში განაცხადა, რომ იაპონია მტკიცედ ერთგული რჩება იმ კურსის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთთან ტერიტორიული საკითხის გადაჭრას და სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას. ამასთან, ფუმიო კიშიდას თქმით, იაპონია გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და უკრაინის მხარდაჭერას.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი