"რუსეთმა და აზერბაიჯანმა სრულად დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები" - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთს და აზერბაიჯანს 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
„2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-9 მუხლში არაფერია ნათქვამი სომხეთის გავლით რაიმე დერეფანზე, არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ სხვა ქვეყანა აკონტროლებს სომხეთის რომელიმე ტერიტორიას. საუბარია რეგიონულ კავშირებზე“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
საფრთხეებზე საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ლიდერის, ილჰამ ალიევის მიერ „გამოყენებული ნარატივი“ არის სიგნალი დღევანდელ საფრთხეებზე.
„როგორ უნდა გავუძლოთ ამ საფრთხეებს? უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებში უნდა იმართებოდეს. აზერბაიჯანი ცდილობდა შეექმნა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ არ გვინდა ვინმეს გზა მივცეთ. საუბარია, თითქოს რუსეთმა უნდა გააკონტროლოს რაღაც ჩვენს ტერიტორიაზე, მსგავსი რამ მე-9 მუხლში არ წერია, რომ აღარაფერი ვთქვათ სამმხრივი განცხადების ყველა დარჩენილ მუხლზე, რომელიც აზერბაიჯანმა და რუსეთმა დახიეს და მოისროლეს. მე-9 მუხლზე მითითება აღარ არის აქტუალური, რადგან რუსეთმაც და აზერბაიჯანმაც სრულად დაარღვიეს დარჩენილი მუხლებით ნაკისრი ვალდებულებები, დღეს მთიან ყარაბაღში სომეხი არ დარჩა და ამაზე პასუხისმგებლობა მთიან ყარაბაღში დისლოცირებულ რუსულ სამშვიდობო კონტინგენტსაც ეკისრება, რომლის მიზანიც ყარაბაღელი სომხების დაცვა უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი