ამ გვერდის ამობედვა

რუსეთში ჩამოვარდა ვერტმფრენი მი-8

რუსეთის მაგადანის ოლქში კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა მი-8, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა.

 

რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 2 ადამიანის სიკვდილი დადასტურებულია. დანარჩენების ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. კატასტროფის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

 

ადგილობრივი სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ვერტმფრენს, რომელიც ავიაგადამზიდავ „დალნერეჩენსკ ავიას“ ეკუთვნოდა, ოქროს მომპოვებელ საბადოზე დასაქმებულები გადაჰყავდა.

 

პროკურატურის წინასწარი ვერსიით, კატასტროფა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია

წაკითხვა 81 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 14 2024

სიახლეები