უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის
უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ ქეით მიდლტონმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
როგორც უელსის პრინცესამ აღნიშნა, დიაგნოზის მიუხედავად, ის თავს კარგად გრძნობს და დღითი დღე ძლიერდება.
დაავადების შესახებ კონკრეტული დეტალები არ ვრცელდება, თუმცა კენსინგტონის სასახლე იუწყება, რომ პრინცესას სრულად გამოჯანმრთელებაში დარწმუნებული არიან. უელსის პრინცესამ აღნიშნა, რომ იანვარში, როდესაც მას მუცელზე ოპერაცია ჩაუტარდა, სიმსივნის არსებობის შესახებ ცნობილი არ იყო და დაავადების შესახებ მან მხოლოდ ოპერაციის შემდგომ ჩატარებული ტესტებიდან შეიტყო.
„ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსი გავიარო და ახლა ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპზე ვარ“, – აღნიშნა უელსის პრინცესამ.
ქეით მიდლტონის განცხადებით, ახლა მის ოჯახს სჭირდება გარკვეული დრო, სივრცე და კონფიდენციალურობა. „ბიბისის“ ცნობით, პრინცესა და პრინცი უილიამი არ გამოცხადდებიან სამეფო ოჯახთან ერთად აღდგომის კვირას. წყვილი პრინცესასთვის იანვარში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოების მხრიდან განხილვის ობიექტები არიან. შობის შემდეგ უელსის პრინცესა არცერთ ოფიციალურ ღონისძიებას არ დასწრებია.
ვიდეომიმართვაში ქეით მიდლტონმა ისაუბრა ოჯახის მხარდაჭერის შესახებაც.
„ჩემ გვერდით უილიამის ყოფნა კომფორტისა და მშვიდად ყოფნის დიდი წყაროა, ისევე როგორც სიყვარული, თანადგომა და სიკეთე, რაც ამდენმა თქვენგანმა გამოიჩინა. ეს ორივესთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა ქეით მიდლტონმა.
სიახლეები
- 5 ყველაზე გავრცელებული, გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომლებიც მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს აბნევს
- "საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“ - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 ოქტომბრისთვის
- "საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, პროკურატურას ვურჩევდი, შეუდგეს თავის საქმეს" - პრეზიდენტი
- "პუტინის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის, საქართველოში ბევრი რუსია" - ზელენსკი