უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთს 26 დრონი გაუნადგურეს
რუსეთმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა. გასული ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება შეძლეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში ნახევრად დანგრეულია 5 კერძო სახლი და 40-ზე მეტი დაზიანებულია. დაშავდა 2 ადამიანი. სხვა რეგიონებიდან შედეგების შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ სოციალური ქსელებით დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შავი ზღვის აკვატორიიდან და დონეცკის ოლქიდან შეუტია 5 ფრთოსანი და საზენიტო-მართვადი რაკეტით, ხოლო კურსკის ოლქიდან და ყირიმიდან 28 უპილოტო საფრენი აპარატით. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, თავდაცვის ძალებმა ოდესის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქების ფარგლებში 26 დრონი გაანადგურეს.
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის პრესმდივნის, ნატალია ჰუმენიუკის თანახმად, მოწინააღმდეგის ძირითადი სამიზნე იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ენერგოობიექტები.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი