18-მდე გაიზარდა ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
მაშველები მუშაობას განაგრძობენ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში. რუსეთის არმიამ ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ცენტრზე სარაკეტო შეტევა 17 აპრილს მიიტანა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს, 18 აპრილს დილით გამოქვეყნებული, განახლებული მონაცემებით, დაღუპულია 18 და დაშავებულია 77 ადამიანი. 17 აპრილს დადასტურებული იყო 17 ადამიანის სიკვდილი და 60-ის დაშავება.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 3 ადამიანი გადაარჩინეს. სარაკეტო დარტყმის რაიონიდან გატანილია 1580 ტონა სამშენებლო ნარჩენები.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო დარტყმების შედეგად დაინგრა რვასართულიანი შენობა და დაზიანდა ოთხი მრავალსართულიანი სახლი, საავადმყოფო და სასწავლო დაწესებულება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის მოგერიება შეუძლებელი იყო, რადგან უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის საშუალებები. უკრაინა ამ სისტემების და სხვა იარაღის ნაკლებობას განიცდის დასავლელი მოკავშირეების, განსაკუთრებით აშშ-სგან მიწოდების შემცირების გამო.
სიახლეები
- "ყველაზე მეტად, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ხელისუფლება ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად ნებისმიერი ზეწოლისა" - კახა კალაძე
- ნაკვერჩხალზე შემწვარი კარტოფილი
- უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო
- ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ - „ოცნება“ „აგენტების კანონის“ სანაცვლოდ MEGOBARI Act-ზე
- " ეს არის შანტაჟისა და მუქარის ენა - სანქციების დაწესების არავის ეშინია, თუმცა ეს არ არის სწორი დამოკიდებულება" - კახა კალაძე სანქციებზე