პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი სწრაფად ვრცელდება - Le Figaro

პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან 400-მდე მეხანძრეა მობილიზებული. როგირც ფრანგული მედია იუწყება, ამ ეტაპზე მეხანძრეები მხოლოდ ტაძრის გარე პერიმეტრიდან ახერხებენ მუშაობას.

როგორც ფრანგული გამოცემა Le Figaro ერთ-ერთ მეხანძრეზე დაყრდნობით იყწყება, ხანძარი სწრაფად ვრცელდება და მისი ლოკალიზება რთულია.

 

ხანძართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარიზის პროკურორმა რემი ჰეიცმა. მისი თქმით, ჯერ ნაადრევია ხანძრის გამოწვევის მიზეზებზე საუბარი. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ნოტრ-დამში გაჩენილი ხანძრის შესაძლო მიზეზად სარესტავრაციო სამუშაოები სახელდება, რომელიც ტაძარში მიმდინარეობდა.

წაკითხვა 155 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.