" ვიზრუნოთ და ყურადღება მივაქციოთ ვეტერანებს“ - ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დსთ-ს წევრი სახელმწიფოებს, ასევე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.

ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება. მისალოცში კრემლის ლიდერი წერს, რომ „ამ დიდი დღესასწაულის დღეს მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი თანამოქალაქეების სამაგალითო გმირობას, რომლებმაც დაიცვეს მშობლიური მიწა და იხსნეს სამყარო ფაშისტური აგრესიისგან. პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც მამაცურად ებრძოდნენ დამპყრობლებს ბრძოლის ველზე და შრომობდნენ ზურგში. ჩვენი საერთო ვალია, წმინდად შევინახოთ მათი გმირობის ხსოვნა და აურაცხელი მსხვერპლი, ვიზრუნოთ და ყურადღება მივაქციოთ ვეტერანებს“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

 

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ვლადიმერ პუტინი ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს.

წაკითხვა 269 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.