პუტინის პოპულარობა სულ უფრო იკლებს, თუმცა მოსკოვს რეიტინგების არ სჯერა

ბოლო ხა­ნებ­ში, არა­ერ­თმა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის რე­ი­ტინ­გი ყო­ველ­დღი­უ­რად იკ­ლებ­და. რო­გორც ჩანს, “რუ­სე­თის მე­ფეს” ეს ფაქ­ტი არ გა­მორ­ჩე­ნია; - რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრე­ზი­დენ­ტის პრეს-სპი­კერ­მა დმიტ­რი პეს­კოვ­მა სი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლი­ზი მო­ი­ხო­ვა, - “რე­ა­ლუ­რად რო­გო­რია პუ­ტი­ნის რე­ი­ტინ­გი, ეცე­მა თუ პი­რი­ქით, - მა­ტუ­ლობს...”

 

პუ­ტი­ნის რე­ი­ტინ­გი, ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმ­ზე დაბ­ლა 2018 წელს და­ე­ცა, რო­დე­საც მან სა­პენ­სიო ასა­კის აწე­ვა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა. მა­შინ მის მი­მართ ნდო­ბა რამ­დე­ნი­მე პრო­ცენ­ტით და­ე­ცა.

 

მო­რი­გი დარ­ტყმა მის რე­ი­ტინგს გა­სუ­ლი წლის მა­ი­სის კვლე­ვამ მი­ა­ყე­ნა, რო­დე­საც რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მა­შინ პუ­ტინს რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 31, 7 % ენ­დო­ბო­და. 2006 წლის შემ­დეგ, მას ასე­თი და­ბა­ლი ნდო­ბა არ ჰქო­ნია. თუმ­ცა, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, მისი ნდო­ბა 65 %-ზე მა­ღა­ლი იყო.

 
BBC-ს ცნო­ბით, გა­სულ კვი­რას, დმიტ­რი პეს­კო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბე­ბი შე­ის­წავ­ლეს; კი­თხვა­რი ასე იყო შედ­გე­ნი­ლი, - და­ა­სა­ხე­ლეთ პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­საც ენ­დო­ბით. ჩა­მოთ­ვლი­ლებს შო­რის იყო, - ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი, სერ­გეი შო­ი­გუ, სერ­გეი ლავ­რო­ვი, ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკი, დმიტ­რი მედ­ვე­დე­ვი, გე­ნა­დი ზი­უ­გა­ნო­ვი, პა­ველ გრუ­დი­ნი­ნი...

 

კვლე­ვა ფონდ ”სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის” მიერ ჩა­ტარ­და და კი­თხვა­ზე, არ­ჩევ­ნე­ბი რომ ტარ­დე­ბო­დეს, რო­მელ პო­ლი­ტი­კოსს და­უ­ჭერ­დით მხარს, გა­მო­კი­თხულ­თა 50 %-მა პუ­ტინს მის­ცა ხმა.

 

Левада-центр –ის დი­რექ­ტო­რის ლევ გუდ­კო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, - ქვე­ყა­ნა­ში იმ­დე­ნად მძი­მე პო­ლიტ­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს ისე დევ­ნი­ან და მე­დი­ას კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის გა­მოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ, რომ მოს­კოვ­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქს თუ არ ჩავ­თვლით, - ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კო­სებს ნაკ­ლე­ბად იც­ნო­ბენ და პუ­ტი­ნი ისევ უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა...

 

“მას შემ­დეგ, რაც სა­პენ­სი­ოს ზღვა­რის აწე­ვის შემ­დეგ, პუ­ტი­ნის რე­ი­ტინ­გი კრი­ტი­კულ ნიშ­ნუ­ლამ­დე და­ე­ცა, - თუმ­ცა, შემ­დეგ გაკრვე­უ­ლი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით, გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში, მისი რე­ი­ტინ­გი ისევ აი­წია და გარ­კვე­ულ ნიშ­ნულ­ზე გა­ჩერ­და... ეს მა­შინ რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იზ­რდე­ბა, შე­მო­სა­ვა­ლი მცირ­დე­ბა, ხარ­ჯე­ბი კი მა­ტუ­ლობს. მას ვი­თა­რე­ბის შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს და არც გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობს, თუმ­ცა, პუ­ტი­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც მარ­თავს სი­ტუ­ა­ცი­ას...” – ამ­ბობს გუდ­კო­ვი.

 

კი­დევ ერთი ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კურ-სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ში გრი­გო­რი იუ­დი­ნი ამ­ბობს, რომ რუ­სე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შემ­სწავ­ლე­ლი ცენ­ტრის (ВЦИОМ) მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ კვლე­ვას ის არა­სან­დოს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ პუ­ტინს შე­საძ­ლოა, ენ­დო­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ისე არა, რო­გორც ამას სა­ხელ­მწი­ფოს კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბი წარ­მო­ა­ჩე­ნენ.

 

“ერ­თია რას აჩ­ვე­ნებს ცენ­ტრე­ბი, თუმ­ცა, სხვა სა­კი­თხია, რა არის რე­ა­ლო­ბა, - სა­პენ­სიო ასა­კის აწე­ვის გარ­და, მისი ნდო­ბის შემ­ცი­რე­ბა სხვა ფაქ­ტო­რებ­მაც გა­მო­იწ­ვია, მათ შო­რის ერთ-ერ­თია ის, რომ პუ­ტინ­მა ვერც ახალ საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­და­ში შეძ­ლო მო­სახ­ლე­ო­ბის იმე­დე­ბის გა­მარ­თლე­ბა... ასე რომ, კა­მა­თი იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნად ტარ­დე­ბა გა­მო­კი­თხვა – თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლია... რაც შე­ე­ხე­ბა გან­წყო­ბას, რუ­სეთ­ში ხალ­ხს მი­აჩ­ნია, რომ რად­გან ქვე­ყა­ნა ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს, ეს მათ­თვის ნიშ­ნავს რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუ­შა­ობს.

 

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მი­აღ­წი­ეს იმას, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა კვლე­ვის ცენ­ტრის შე­დე­გებს უფრო ენ­დო­ბა, ვიდ­რე, მათ გარ­შე­მო არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას...” - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი.

 

ცნო­ბის­თვის, BBC –ს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი გრა­ფი­კის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­ში გა­მო­კი­თხუ­ლი 207 და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან 36 % ენ­დო­ბა პუ­ტინს. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პეს­კო­ვის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი მშივ­დად ყოფ­ნის უფ­ლე­ბას აძ­ლევს.

 

 

წყარო

წაკითხვა 259 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.