"ასამბლეაზე თავდასხმა საბაბი იყო, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები დაეწყოთ"

რუსეთის დუმის დეპუტატმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ სერგეი გავრილოვმა „ტასს“-თან საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ საქართველოს პარლამენტის შტურმი წინასწარ მომზადებული პროვოკაცია იყო.

 

„აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს წინასწარ მომზადებული პროვოკაციაა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე თავდასხმის მიზანი იყო არა მხოლოდ მართლმადიდებლობის დისკრედიტაცია საქართველოში. ეს იქნა გამოყენებული საბაბად, რომ დაეწყოთ გამოსვლები ხელისუფლების წინააღმდეგ“, - თქვა გავრილოვმა.

 

მისივე თქმით, „მომიტინგეებმა გაშალეს წინასწარ მომზადებული პლაკატები“, ასევე ინფორმაცია საპროტესტო აქციაზე წინასწარ გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.

 

რუსი დეპუტატი, სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების კომიტეტის თავმჯდომარე გავრილოვი დარწმუნებულია, რომ „ის რაც ახლა ხდება - არის რადიკალური, ლიბერალური და ანტიპატრიოტული ძალების ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობა“.

 

სერგეი გავრილოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუს პარლამენტარებს არწმუნებდნენ, რომ მათ უნდა დაეტოვებინათ ქვეყანა და სიტუაცია ამის შემდეგ დაწყნარდებოდა.

 

„ჩვენ არ ვწყვეტდით ასამბლეის მუშაობას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოსკოვში დავბრუნდით, დავინახეთ, რომ უწესრიგობა მხოლოდ გაიზარდა“, - განაცხადა გავრილოვმა და მიუთითა, რომ ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგატების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა ისმოდა. „მიმაჩნია, რომ მუქარის ავტორების პასუხისმგებლობის დაყენების საკმარისი საფუძველია“, - აღნიშნა გავრილოვმა.

წაკითხვა 74 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 21 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.