"თბილისმა რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს" - რუსი დეპუტატი

თბილისმა რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილე რუსი დელეგატების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების გამო,

- განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა.

 

მისივე თქმით, საქართველომ რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს რუსი პარლამენტარების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების გამო და არეულობის პერიოდში თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სახის საერთაშორისო ღონისძიების ჩატარებისგან.

 

ამასთანავე, ის ასამბლეიდან საქართველოს გარიცხვის წინააღმდეგ გამოვიდა.

 

„ჩვენ არ უნდა შევლახოთ ქართული მართლმადიდებლობის ინტერესები, პროვოკატორების ქმედებები საქართველოს მტრებს ხელს აძლევს“, - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

 

მან ასევე მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ოფიციალური საერთაშორისო ღონისძიება ქვეყანაში ურთიერთდაპირისპირების გასამწვავებლად გამოიყენეს.

წაკითხვა 134 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.