გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ასაკის გამო თანამდებობას ტოვებს.

გადაწყვეტილია მისი გადასვლა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში. ის ფედერაციის საბჭოში სახალინის წარმომადგენელი იქნება. ეს ინფორმაცია გრიგორი კარასინმა ორიოდე კვირის წინ თავადაც დაადასტურა. მას 23 აგვისტოს 70 წელი უსრულდება და აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობაზე ყოფნის უფლება აღარ აქვს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ის კურირებდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ამავე დროს პრობლემურ მიმართულებას. მას ეხებოდა უკრაინა, ბელორუსი მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი კონფლიქტური ზონების ჩათვლით.

 

გაზეთი „კომერსანტი“ წერს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ფაქტობრივად უკვე შერჩეულია მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე სამი პრეტენდენტი, რომელთაგან წამყვან კანდიდატურად მიიჩნევა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი ივან ვოლინკინი.

 

მუშაობდა საბჭოთა კავშირის და რუსეთის წარმომადგენლობებში იუგოსლავიაში, აშშ-ში, სერბეთსა და ჩერნოგორიაში, საქართველოსა და მაკედონიაში. იყო მინისტრ ლავროვის თანაშემწე, სამინისტროს გენერალური სამდივნოს დირექტორის მოადგილე. 2013 წლიდან 2018 წლამდე იყო რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში.

 

სხვა ორი პრეტენდენტის ვინაობა მედიაში ჯერ არ გამოქვეყნებულა.

წაკითხვა 72 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.