ტეხასის შტატის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა

ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა.

სავაჭრო ცენტრ „ვალმარტში“ მყოფ მოქალაქეებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. დაკავებულია 21 წლის თეთრკანიანი, რომლის ვინაობასაც პოლიცია არ ახმაურებს. თუმცა ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაკავებულის გვარ-სახელი პატრიკ კრუსიუსია.

 

ელ-პასოს პოლიციის შეფის გრეგ ალენის განცხადებით, დანაშაული ჩადენილია სიძულვილის ნიადაგზე.

 

სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გამორბიან ადამიანები სავაჭრო ცენტრიდან. თვითმხილველების თქმით, პანიკის დაწყების შემდეგ სროლა უფრო ინტენსიური გახდა.

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

წაკითხვა 89 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.