მოსკოვში საპროტესტო აქციაზე ათზე მეტი არასრულწლოვანი დააკავეს

10 აგვისტოს, მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე ათზე მეტი მოზარდი დააკავეს. ამის შესახებ მოსკოვში ბავშვთა უფლებების საქმეთა რწმუნებულმა ევგენი ბუნიმოვიჩმა განაცხადა. იუწყება „ინტერფაქსი“.

„დაკავებულია ათზე მეტი არასრულწლოვანი, მაგრამ ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია“ - განაცხადა ბუნიმოვიჩმა.

 

მისი თქმით, დაკავებულ არასრულწლოვანთაგან უმეტესობა უკვე გაათავისუფლეს.

 

როგორც ცნობილია, მოხალისეთა პროექტის „თეთრი მრიცხველის“ ინფორმაციით, მოსკოვში ხელისუფლების მიერ სანქცირებულ მიტინგში მონაწილეობა მიიღო 60 ათასამდე ადამიანმა. რუსეთის მასშტაბით, აქციებზე, მთლიანობაში, 325 ადამიანი დააკავეს.

 

14 ივლისიდან მოსკოვში აქციები იმართება, რომლის მონაწილეები ითხოვენ, დამოუკიდებელ დეპუტატებს მოსკოვის სათათბიროში შესვლის უფლება დართონ. ყველაზე მასშტაბური 27 ივლისისა და 3 აგვისტოს აქციები იყო, რომლებზეც ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

 

10 აგვისტოს მოსკოვში, ასევე გაიმართა მიტინგი თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში გამართული მიტინგების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმმა აქტივისტების მასობრივი დაკავებები დაიწყო. 

 
 
წაკითხვა 71 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.