"ჩვენ არ გვსურს მსგავსი მოვლენები რუსეთის დედაქალაქში და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მას არ სურს მოსკოვში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მსგავსი საპროტესტო გამოსვლები, რამაც საფრანგეთი მოიცვა. ამის შესახებ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა.

 

კრემლის ლიდერის თქმით, მისთვის მშვიდობიანი დემონსტრაციები მისაღებია.

 

„ჩვენ ყველამ ვიცით ის მოვლენები, რომელიც ე.წ. ყვითელ ჟილეტიანებს უკავშირდება, რა დროსაც ჩვენი მონაცემებით, 11 ადამიანი დაიღუპა, 2 500 კი დაშავდა. ჩვენ არ გვსურს მსგავსი მოვლენები რუსეთის დედაქალაქში და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაცია იყოს მკაცრად კანონის ფარგლებში მოქცეული“, - განაცხადა პუტინმა.

 

მანამდე კი, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და უზრუნველყოს საპროტესტო აქციების გამართვის უფლება.

 

ემანუელ მაკრონსა და პუტინს შორის შეხვედრა ბრეგანსონში, საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა.

წაკითხვა 107 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.