"აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია"

აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ე.წ. აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში აცხადებს.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პროცესი „ბაღაფშის პრეზიდენტობის“ დროს დაიწყო.

 

„პირველი ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთი აღიარა ნიკარაგუა იყო, შემდეგ ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ. ახლა კი იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებმაც აფხაზეთი აღიარეს, სირიაც შეუერთდა. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი შეუქცევადია,“ - აღნიშნავს ლავროვი.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აფხაზეთი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლსაც საძირკველი ბაღაფშმა ჩაუყარა.

წაკითხვა 169 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.