"დონალდ ტრამპთან ამერიკული რაკეტების შესყიდვის საკითხს განვიხილავ"

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე ის თურქეთის მიერ აშშ-სგან "პატრიოტის" ტიპის რაკეტების შეძენის საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა სააგენტოს განუცხადა, მან აღნიშნული საკითხი ორი კვირის წინ დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის დროსაც განიხილა და განხილვის გაგრძელებას მომავალ კვირას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის დროსაც გეგმავს.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ მისი პირადი კავშირი დონალდ ტრამპთან ორ ქვეყანას შორის თურქეთის მიერ რუსული S-400-ის შესყიდვით გამოწვეული კრიზისის გადალახვას შეუწყობს ხელს.

 

„მე მას ვუთხარი: რა მნიშვნელობა აქვს რამდენი S-400-ის ტიპის რაკეტა შევიძინეთ რუსეთიდან. ჩვენ თქვენგან გარკვეული რაოდენობის "პატრიოტის" ტიპის რაკეტების შეძენა შეგვიძლია, თუმცა აღვნიშნე, რომ შესყიდვის პირობები S-400-ის შესყიდვის პირობებზე ნაკლები არ უნდა იყოს,“ - განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ ის გულისხმობდა ერთობლივი წარმოებისა და ხელსაყრელი კრედიტის პირობებს.

 

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა რუსეთისგან მიმდინარე წლის ივლისში S-400-ის ტიპის რაკეტები შეიძინა, რის შემდეგაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ანკარისთვის "პატრიოტის" ტიპის რაკეტების მიყიდვის შეთავაზება ძალაში აღარ იყო.

წაკითხვა 138 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.