"რუსეთი აფხაზეთს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტს“ რაულ ხაჯიმბას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კვლავაც დაეხმარება.

ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის საიტზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისალოცი დეპეშა გაუგზავნა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ეროვნული დღესასწაულის გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი აფხაზეთს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაჭრაში კვლავაც ყოველმხრივ დაეხმარება“, - ნათქვამია მიმართვაში.

წაკითხვა 391 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.