უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურატურამ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მთავარმა სამხედრო პროკურატურამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება მიიღო 2018 წლის თებერვალში მისი გატაცების, მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების და მისი პოლონეთში უკანონო გადაყვანის შესახებ“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, 2017 წლის ივლისში, უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. სახელმწიფოს მეთაურმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღების დროს წარადგინა ყალბი ინფორმაცია, კერძოდ, არ მიუთითა საქართველოში მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.

წაკითხვა 83 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.