"საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს და მისი სიტყვები უკან წაიღოს" - რუსეთის დუმის სპიკერი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ანტირუსულ განცხადებებთან დაკავშირებით საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა „რასია -24“-ის ეთერში განაცხადა


„ამ სიტუაციაში გზავნილი შესაძლოა, იყოს მხოლოდ ერთი. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც საჯაროდ ისაუბრა რუსეთზე, როგორც აგრესორ სახელმწიფოზე, ბოდიში უნდა მოიხადოს და უკან წაიღოს თავისი სიტყვები“, - აცხადებს სპიკერი და დასძენს, რომ წარმოუდგენელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარება მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება ასე იქცევა.


ვოლოდინი ყურადღებას ამახვილებს, რომ ანტირუსული განწყობები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ინიცირებული იყო შეერთებული შტატების სატელიტი ქვეყნების, ბალტიისპირეთის, პოლონეთის, უკრაინის და საქართველოს მიერ. მისივე თქმით, ეს სახელმწიფოები სრულფასოვან განვითარებაზე რომ ზრუნავდნენ, მსგავს ნაბიჯებს არ გადადგამდნენ.


რუსი პოლიტიკოსი ივნისში საქართველოში მომხდარ მოვლენებსაც იხსენებს და ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია ადეკვატურად შეეფასებინა, რუსეთი აგრესორად გამოაცხადა.

წაკითხვა 174 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.