"თუ ევროპა გააგრძელებს სირიაში ოპერაციისთვის ოკუპაციის იარლიყის მიკერებას, ანკარა 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს ევროპისკენ მიმართავს"

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციისადმი საერთაშორისო კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპერაციის ფარგლებში, სირიის ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი იქნება. „ისინი პატიოსნად არ იქცევიან, მხოლოდ სიტყვებს ისვრიან“,-განაცხადა ერდოღანმა.

 

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ ევროპული ქვეყნები კვლავ განაგრძობენ ოპერაციისთვის ოკუპაციის იარლიყის მიკერებას, ანკარა 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს ევროპისკენ მიმართავს.

 

„ჩვენ გავხსნით კარს და 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს თქვენსკენ გამოვუშვებთ,“-აცხადებს ერდოღანი.

 

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რასაც საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. თურქეთის ქმედება ევროპელმა ლიდერებმა მკაცრად გააკრიტიკს.

წაკითხვა 47 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.