"ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტას არასდროს გამოვაცხადებთ, არანაირი სანქციები არ გვანაღვლებს"

ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტას არასდროს გამოვაცხადებთ და ქურთულ ძალებთან მოლაპარაკებებზე არასდროს წავალთ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ბაქოდან დაბრუნების დროს ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ თურქეთი საბოლოო მიზანს არ მიაღწევს და დასძინა, რომ მათ არანაირი სანქციები არ ანაღვლებთ.

 

„ისინი ჩვენზე ზეწოლას ახორციელებენ და გვეუბნებიან, რომ სამხედრო ოპერაცია შევწყვიტოთ. აანონსებენ სანქციებს. ჩვენი მიზანი ნათელია. არანაირი სანქციები არ გვანაღვლებს,“- განაცხადა ერდოღანმა.

 

რაც შეეხება ქალაქ მანბიჯში სირიის სამთავრობო ძალების განლაგების საკითხს, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს არცთუ ისე ნეგატიური ფაქტია.

 

„რეჟიმის მანბიჯში შესლა არცთუ ისე ნეგატიური ფაქტია. რატომ? ბოლოს და ბოლოს ეს მათი მიწაა. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ ტერორისტული ორგანიზაციები არ დარჩნენ,“ - აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, სამშაბათს მანბიჯიდან განხორციელებულ თავდასხმას თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა და თურქეთი ამის სანაცვლოდ ასადის რეჟიმს „მძიმე ფასს გადაახდევინებს.“

 

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრებთან „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობაა.

 

წაკითხვა 112 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.