"სირიიდან დაბრუნებულ ტერორისტებს სიამოვნებით მივიღებთ, თეატრის ბილეთებს გადავცემთ თუ ადგილს სასაფლაოზე, ჯერ არ ვიცი"

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის თქმით, რესპუბლიკა მზადაა უკან დაბრუნების საშუალება მისცეს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს, რომლებიც სირიაში იბრძოდნენ.

 

„ჩვენ მათ სიამოვნებით მივიღებთ. თეატრის ბილეთებს გადავცემთ თუ ადგილს სასაფლაოზე, ჯერ არ ვიცი“, - განაცხადა მან რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში.

 

კადიროვმა, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეჩნეთს შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და რუსეთის ჯარებს შეუძლიათ „წესრიგი აღადგინონ“ სირიაში.

 

ცნობისთვის, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ასობით ჩრდილოეთ კავკასიელი იბრძოდა.

წაკითხვა 68 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.