„ამნესტი ინტერნეშენელი“ - თურქეთმა სირიელ ლტოლვილებს ომის ზონაში დაბრუნება ცემითა და მუქარით აიძულა

თურქეთმა სირიელებს ომის ზონაში დაბრუნება უკანონოდ აიძულა და ამით მათი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენელი“ ავრცელებს.

 

„ამნესტი ინტერნეშენელის“ ლტოლვილთა და მიგრანტთა უფლებების მკვლევარის ანა შის განცხადებით, ორგანიზაციამ ივლისიდან ოქტომბრამდე ასობით სირიელი ლტოლვილი გამოკითხა და უამრავმა მათგანმა განაცხადა, რომ ისინი თურქეთის პოლიციამ ცემითა და მუქარით აიძულა ხელი მოეწერათ დოკუმენტებისთვის, სადაც აღნიშნული იყო, რომ სირიაში „ნებაყოფლობით ბრუნდებოდნენ.“

 

 

„ჩვენმა მოკვლევამ აჩვენა, რომ უამრავი ლტოლვილი მოტყუებითა და იძულებით დააბრუნეს,“ - აცხადებს ანა ში.

 

 

„ამნესტი ინტერნეშენელის“ ინფორმაციით, ორგანიზაციამ იძულებითი დეპორტაციის 20 ფაქტის დადასტურება შეძლო და ლტოლვილები აცხადებენ, ყველა ამ შემთხვევის დროს ისინი იძულებით გააგზავნეს ავტობუსებით, სადაც ათობით ხელშეკრული ადამიანი ისხდა.

 

 

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით კი, სირიაში ნებაყოფლობით 315 000 დევნილი დაბრუნდა.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 50 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 25 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.