კალიფორნიის ხანძარი ლოს-ანჯელესის მდიდრულ სახლებს მიუახლოვდა

კალიფორნიის ხანძარი ლოს-ანჯელესში მდებარე ფეშენებელურ სახლებსაც დაემუქრა.

"როიტერსის" ინფორმაციით, ათასობით ევაკუირებულს შორის არიან კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი, ცნობილი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი და მსახიობი კლარკ გრეგი.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლის ალმა ლოს-ანჯელესში მდებარე ჟან-პოლ გეტის ცენტრიდან დაახლოებით 3 კილომეტრში 8 შენობა ნაგებობა გაანადგურა და 5 დააზიანა და კალიფორნიის უნივერსიტეტის მიმართულებით გადაინაცვლა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, საფრთხე დაემუქრა ლოს-ანჯელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმსაც.

 

კალიფორნიაში ხანძარს ასობით მეხანძრე 24-საათიან რეჟიმში ებრძვის. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ხანძარმა 20 000 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა.

 

საცხოვრებელი სახლის დატოვება 180 000-ზე მეტ ადამიანს მოუხდა. შტატის ნაწილში სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია. ხანძრის გამო ამ დროისათვის მილიონზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

წაკითხვა 54 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 29 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.