რუსი ოფიციალური პირების შეფასებით, ჰელოუინის გამართვა უკანონოა და „ჯოკერის“ ჩაცმულობა ანტი-რუსულია

რუსი დეპუტატის, ვიტალი მილონოვის თქმით, ჰელოუინი „სახიფათო ოკულტურ ორგანიზაციებს“ უკავშირდება და რუსეთის კანონმდებლობას არღვევს. ინფორმაციას „The Moscow Times” ავრცელებს.

”დღეს რუსეთში არ არსებობს არც ერთი ეკლესია, რომელიც ამ დღესასწაულის გამართვას მისცემს უფლებამოსილებას“,-აცხადებს მილონოვი და დასძენს, რომ ”ნებისმიერი სულელი მასწავლებლის მცდელობა, აღინიშნოს ჰელოუინი სკოლაში სხვა არაფერია, თუ არა ფედერალური კანონის უხეში დარღვევა. "

 

იმავდროულად, ჩელიაბინსკში, სასულიერო პირებმა გააკრიტიკეს ამერიკული ფილმი "ჯოკერი" და განაცხადეს, რომ ფილმი წარმოადგენს "აჯანყებას ბურჟუაზიული საზოგადოების რეალობის წინააღმდეგ" და რომ ის, „ჰელოუინის დღესასწაულთან ერთად, რუსეთის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული.“

 

ჩელიაბინსკის მიტროპოლიტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი „პოლიტიკური ტექნოლოგიები“ ხალხს მოუწოდებს ჰელოუინზე „ჯოკერივით“ გამოეწყოს და საპროტესტო მოძრაობა შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთის სახელმწიფოებრიობის დესტაბილიზაციას და საფრთხეს შეუქმნის „რუსების სულიერ თვითმყოფადობას“.

 

ცნობისთვის, 2015 წელს, არხანგელსკის რეგიონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ადგილობრივ სკოლებს აუკრძალეს ჰელოუინის აღნიშვნა. იმავე წელს კრასნოიარსკის რეგიონში მართლმადიდებელმა მღვდელმსახურებმა ჰელოუინის აკრძალვა მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ დღესასწაულმა შესაძლოა „გამოიწვიოს ეშმაკის შესვლა მათ სულებში“.

წაკითხვა 44 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 31 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.