ბაშარ ალ ასადი - ტრამპი აშშ-ს საუკეთესო პრეზიდენტია! რა სჯობია გულახდილ მტერს?

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის თქმით, დონალდ ტრამპი „შეერთებული შტატების საუკეთესო პრეზიდენტია“, რადგან ის გულწრფელად ავლენს ამერიკის განზრახვას მიიტაცოს არაბული ნავთობი. ინფორმაციას „იერუსალიმ პოსტი“ ავრცელებს.

 

 

„ის თავისი პოლიტიკის გამო კი არ არის კარგი პრეზიდენტი, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე გულწრფელია. ბევრ ამერიკელ პრეზიდენტს ჩაუდენია შეცდომა და დანაშაული, თუმცა ამის გამო ნობელის პრიზიც მიუღია. ტრამპი პირდაპირ ამბობს „ჩვენ გვინდა ნავთობი“, „ჩვენ ეს კაცი უნდა მოვიშოროთ“, „ფულის სანაცვლოდ ეს უნდა გაგვიკეთოთ“ და ეს მართალია. ეს ამერიკული პოლიტიკაა. რა სჯობია გულახდილ მტერს?“- აცხადებს ასადი.

 

 

წაკითხვა 57 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 01 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.