ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.

„ისრაელის სამხედრო თვითმფინავებმა იერიში მიიტანეს ტერორისტული სამიზნეების ფართო სპექტრზე, მათ შორის ჰამასის საზღვაო ძალებზე, საჰაერო ძალებზე, იარაღის წარმოების ადგილზე, იარაღის საწყობებზე და ა.შ.“- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

მისივე განცხადებით, თავდასხმა განხორციელდა, წუხელ ღამით, ღაზას სექტორიდან ისრაელისკენ გასროლილი რაკეტების პასუხად.

 

ჰამასის მიერ მართული ღაზას ჯანმრთელობის სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდასხმის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. ორი პალესტინელის მდგომარეობა მძიმეა

.

ცნობისთვის, გუშინ ღამით პალესტინამ ისრაელის მიმართულებით 10 რაკეტის გაშვება მოახდინა.

 
წაკითხვა 73 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.