გაეროს გენერალური მდივანი აზიის ქვეყნებს ნახშირის მოპოვების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აზიის ქვეყნებს ნახშირის მოპოვების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

 

გუტერეში აცხადებს, რომ ნახშირის მოპოვება და მოხმარება გლობალურ დათბობას უწყობს ხელს.

 

 

მისი თქმით, დღესდღეობით ნახშირის მოპოვება ყველაზე ინტენსიურად აზიის ქვეყნებში ხდება. გუტერეშმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ბოლო კვლევა გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, 2100 წლისთვის წყლის დონის მატების გამო, საცხოვრებელი სახლის დატოვება 300 მილიონ ადამიანს მოუწევს, მათ უმეტესობას კი აზიის ქვეყნები წარმოადგენენ.

 

 

„ჩვენ ნახშირბადზე გადასახადი უნდა დავაწესოთ და წიაღისეული საწვავის სუბსიდირება შევაჩეროთ. მომავალში ნახშირზე მომუშავე ახალი სადგურები აღარ უნდა ავაშენოთ“, -განაცხადა მან.

 

 

წაკითხვა 62 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 03 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.