March 28, 2024

ვლადიმერ პუტინი „ვიკიპედიის“ რუსული, უფრო „სანდო“ ვერსიის შექმნის ინიციატივით გამოდის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ვიკიპედიის“ უფრო „სანდო“ ვერსიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

 ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

 

უცხოური მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე რუსული ენის მომავალზეც ისაუბრა.

 

„რაც შეეხება „ვიკიპედიას“... უმჯობესია, ის ჩავანაცვლოთ ახალი დიდი რუსული ენციკლოპედიის ელექტრონული ფორმით...ეს იქნება სანდო ინფორმაცია, წარმოდგენილი კარგი, თანამედროვე გზით”, - განაცხადა პუტინმა.

 

სექტემბერში გამოქვეყნებული მასალების თანახმად, რუსეთის მთავრობა დაახლოებით 1,7 მილიარდი რუბლის დახარჯვას გეგმავს, რათა უახლოეს წლებში „ვიკიპედიის“ მსგავსი რუსული ონლაინ ენციკლოპედია შექმნას.

 

ცნობისთვის, რუსეთი ასევე აპირებს შექმნას დამოუკიდებელი რუსული დომენის სისტემა 2021 წლისთვის.

წაკითხვა 551 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.