"რასაც ახლა ვხედავთ ნატოს ტვინის სიკვდილია" - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიტანულ გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში ევროპელ მეზობლებს აფრთხილებს, რომ მათ აღარ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, თითქოს აშშ ნატოს მოკავშირეებს დაიცავს. მის კომენტარს Reuters-ი ავრცელებს.

"რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ნატოს ტვინის სიკვდილი", - ციტირებს Reuters-ი ინტერვიუდან მაკრონის სიტყვებს. 

 

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპას საკუთარი სამხედრო ძალები სჭირდება და აღარ უნდა იყოს დამოკიდებული აშშ-ზე. მისი თქმით, ევროკავშირმა, რომელიც თავის თავს მხოლოდ ეკონომიკურ ბაზრად მიიჩნევს, უნდა გაიღვიძოს, თორემ გაუჭირდება თავის კონტროლი. 

 

ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ "ზურგს გვაქცევს", რამდენადაც დონალდ ტრამპმა გასულ თვეში მოულოდნელად გადაწყვიტა სირიიდან სამხედროების გაყვანა ისე, რომ ალიანსთან ამის შესახებ არ უმსჯელია. 

წაკითხვა 46 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.