ესპანეთის არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

ესპანეთის არჩევნებში მმართველმა სოციალისტური მუშათა პარტიამ (PSOE) გაიმარჯვა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვება ვერც ამჯერად შეძლო, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

 

გამოცემის ცნობით, ხმების 99% პროცენტის დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ გუშინ გამართულ არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიას 350-ადგილიან პარლამენტში 120 ადგილი ერგო, თუმცა უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ მცირე 175 ადგილი იყო საჭირო.

 

 

მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული „სახალხო პარტია“ (PP), რომელმაც აპრილში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა დაიმსახურა და პარლამენტში 88 ადგილი ერგო.

 

 

რაც შეეხება ულტრა მემარჯვენე პარტიას „ვოქსი“, მისი მხარდამჭერების რაოდენობა აპრილის არჩევნების შემდეგ თითქმის გაორმაგდა და პარლამენტში 52 ადგილი მოიპოვა.

 

 

შეგახსენებთ, ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები წელს მეორედ გაიმართა. აპრილში გამართულ არჩევნებში პედრო სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა დამოუკიდებელი მმართველობისთის საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა, კოალიციის ჩამოსაყალიბებლად ივლისში გამართული მოლაპარაკებები კი წარუმატებელი აღმოჩნდა.

წაკითხვა 472 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.