მაიკ პომპეო: აშშ-მა უკრაინას შეიარაღება მისცა რუსებთან საბრძოლველად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საამაყოდ მიიჩნევს უკრაინის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას.

 

11 ნოემბერს, ამერიკულ ტელეარხ WCSC-სთან ინტერვიუში პომპეომ თქვა, რომ სწორედ ტრამპის ადმინისტრაციამ მისცა უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება რუსებთან საბრძოლველად და პრეზიდენტ პუტინისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

 

 

მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-ის პოზიცია მკაფიო იყო და სურდათ, რომ უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტს ჰქონოდა ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში არსებული კორუფციის შემცირების შესაძლებლობა. პომპეოს თქმით, პრეზიდენტ ტრამპის სურვილი იყო ყველაფერი გაკეთებულიყო იმისთვის, რომ პუტინს არ შეძლებოდა უკრაინელი ხალხისთვის ტანჯვის მიყენება. „სწორედ ამიტომ ჩვენ უკრაინელებს მივეცით თავდაცვითი შეიარაღება“, - განაცხადა პომპეომ და დასძინა, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციას ეს არ გაუკეთებია.

 

 

სახელმწიფო მდივანმა მსგავსი განცხადებები გააკეთა იმ ფონზე, როცა დემოკრატები ცდილობენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას. დემოკრატები რესპუბლიკელ პრეზიდენტს ადანაშაულებენ უფლებამოსილების გადამეტებასა და აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევისთვის უცხო სახელმწიფოს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოყენების მცდელობაში. დონალდ ტრამპი ბრალდებას უარყოფს.

 

 

დემოკრატების მიერ ინიცირებული მოკვლევა მიმდინარეობს იმის გასარკვევად, ცდილობდა, თუ არა დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლას და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეზღუდვას, რათა კიევს გამოეძიებინა ტრამპის მთავარი პოლიტიკური მეტოქის, დემოკრატი ჯო ბაიდენის ვაჟის საქმიანობა უკრაინაში.

 

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 487 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.