March 28, 2024

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ წევრებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წევრებმა აქციების დაწყებიდან 1 წლის გასვლასთან დაკავშირებით მასშტაბური დემონსტრაცია გამართეს. აქტივისტების ნაწილმა პოლიციელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა და ერთ-ერთი ბანკის შენობა დააზიანა.

 

მოგვიანებით, აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 100-ზე მეტი დემონსტრანტი. შეგახსენებთ, რომ პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციები 1 წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრანტები საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებდნენ, მოგვიანებით კი, მათი ლოზუნგები საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და მთავრობის გადგომის მოთხოვნით შეიცვალა.

 

 

წაკითხვა 506 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 17 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.