"ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში როგორ უსწორდებიან დემონსტრანტებს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები ხმას არ იღებენ"

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციებს და დასავლეთის ქვეყნებს შერჩევით მიდგომაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მაშინ, როცა ისინი აზერბაიჯანში აქციების დაშლას მკაცრად აკრიტიკებენ, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ხმას არ იღებენ.

 

„თითქმის ყოველდღე ვხედავთ ტელევიზიით, რომ ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში დემონსტრანტებს სცემენ, კლავენ, აზიანებენ, შლიან წყლით, გაზით, ჯოხებით და სასტიკად უსწორდებიან. აზერბაიჯანთან მიმართებაში, როდესაც რამე მცირე ეპიზოდი მოხდება, გარკვეული ქვეყნების ელჩები იწყებენ იმაზე საუბარს, რომ თითქოს ამაში დამნაშავე ჩვენი მთავრობაა“,-განაცხადა ალიევმა.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მსგავსი ფაქტები ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს. მისივე განცხადებით, როდესაც ვინმეს ადანაშაულებ, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს.

 

შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სამართლიან თუმცა, ზოგჯერ „სასტიკ მეთოდებს“ საერთაშორისო საზოგადოება არ აკრიტიკებს. „რაც დასაშვებია ნინოსთვის, დაუშვებელია ალისთვის“,-წერს ავტორი.

წაკითხვა 496 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.