ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა

ახალ ზელანდიაში, თეთრ კუნძულზე, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულია 5 და დაკარგულია 8 ადამიანი, - ამის შესახებ „ბიბისი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

 

 გამოცემის ცნობით, მაშველებმა 34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომელთაგან 31 კვლავ საავადმყოფოში რჩება.

 

 

ტურისტები კუნძულიდან ნავისა და ვერტმფრენის საშუალებით გაიყვანეს. სახიფათო მდგომარეობის გამო, საგანგებო სიტუაციების სამსახურები ტერიტორიამდე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მაშველებმა კუნძულის თავზე ვერტმფრენით სადაზვერვო გადაფრენა განახორციელეს, თუმცა იქ სიცოცხლის ნიშანი ვერ აღმოაჩინეს.

 

 

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის დროს კუნძულზე 47 ადამიანი იმყოფებოდა.

 

 

თეთრი კუნძული, რომელსაც ვაკაარისაც უწოდებენ, ქვეყნის ყველაზე აქტიური ვულკანია, მიუხედავად ამისა, მას უამრავი ტურისტი სტუმრობს.

 

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 496 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 10 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.