ვლადიმერ პუტინმა ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას „სამარცხვინო ტყუილი“ უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას „სამარცხვინო ტყუილი“ უწოდა.

რეზოლუციის თანახმად, 1939 წელს გაფორმებულმა „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტმა“ მეორე მსოფლიო ომს საფუძველი დაუდო.

 

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის რეზოლუცია „უსაფუძვლოა“.

 

„ლამისაა მათ ომის დაწყებაში ნაცისტურ გერმანიასთან ერთად საბჭოთა კავშირი დაადანაშაულონ. თითქოს მათ დაავიწყდათ ვინ დაესხა თავს პოლონეთს 1939 წლის პირველ სექტემბერს და საბჭოთა კავშირს - 1941 წლის 22 ივნისს“, - განაცხადა პუტინმა.

 

1939 წელს მოსკოვში გაფორმებული ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის დადებული პაქტი იყო, რომელიც თავდაუსხმელობას გულისხმობდა. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პაქტით საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ ძირითადად ევროპის ქვეყნები ინტერესის სფეროებად გადაინაწილეს. პაქტის მიხედვით, ორი სახელმწიფოს ინტერესის სფეროთა საზღვარს ლიტვის ჩრდილოეთ საზღვარი წარმოადგენდა.

წაკითხვა 591 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.