დონალდ ტრამპი - „ბრექსითის“ შემდეგ თავისუფლად შევძლებთ ბრიტანეთთან სავაჭრო ხელშეკრულება გავაფორმოთ - იზეიმე ბორის!

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ „ბრექსითის“ შემდეგ, აშშ შეძლებს თავისუფლად გააფორმოს მასშტაბური სავაჭრო ხელშეკრულება ბრიტანეთთან.

 

„ვულოცავ ბორის ჯონსონს დიდებულ გამარჯვებას! ბრიტანეთი და შეერთებული შტატები თავისუფლად შეძლებენ ახალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას „ბრექსითის“ შემდეგ. ამ შეთანხმებას ექნება პოტენციალი გახდეს უფრო დიდი და უფრო მომგებიანი, ვიდრე ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირთანაა გაფორმებული. იზეიმე ბორის!“- წერს დონალდ ტრამპი „თვითერის“ საკუთარ გვერდზე.

 

 

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში, ბორის ჯონსონის „კონსერვატიული პარტია“ დიდი უპირატესობით იმარჯვებს.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 448 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 13 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.