"პუტინს ხელი ჩამოვართვი, თუ დონბასი დაგვიბრუნდება, კიდევ ათჯერ ჩამოვართმევ, თუ ყირიმი - ასჯერ"

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ მან რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს, „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე ხელი ჩამოართვა.

 

„თუ ჩვენ გვსურს-და ჩვენ ნამდვილად გვსურს ომის დასრულება, ჩვენ უნდა ვისაუბროთ. გულახდილად გეტყვით, თუ ხვალ ჩვენ ჩვენს მიწას დავიბრუნებთ, ოკუპირებულ დონბასს-კიდევ ათჯერ ჩამოვართმევ ხელს, თუ ყირიმი დაგვიბრუნდება და ერთ დღეს ასეც იქნება, ასჯერ ჩამოვართმევ ხელს. მსგავსი რაღაცებისთვის მხოლოდ შედეგის მისაღებად ვარ მზად“,-განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინაში, მოქალაქეების ნაწილმა, ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, ხელის ჩამორთმევის გამო გააკრიტიკა. შეხვედრა პრეზიდენტებს შორის 9 დეკემბერს, პარიზში, „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის ფარგლებში შედგა.

წაკითხვა 477 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.