ამ გვერდის ამობედვა

ჩრდილოეთ კორეა ახალი რაკეტების „წარმატებით გაშვების“ შესახებ აცხადებს

ჩრდილოეთ კორეის ინფორმაციით, მათ კიდევ ერთხელ წარმატებით განახორციელეს შორმანძილიანი რაკეტების გაშვება, თუმცა თავდაცვის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, რა ტიპის რაკეტებზეა საუბარი.

 

„ალ ჯაზირას“ ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ფხენიანმა 13 ბალისტიკური რაკეტის გაშვება განახორციელა.

 

 

ამასთან, ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს „საშობაო საჩუქრითაც“ დაემუქრა. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თემაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, „კაცი რაკეტა“ შეარქვა. მოგვიანებით კი ტრამპი საპასუხოდ დაიმუქრა, რომ კიმ ჩენ ინი ყველაფერს დაკარგავდა.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 551 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 14 2019