ამ გვერდის ამობედვა

საფრანგეთში ქარიშხალსა და წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, ევაკუირებულია ასობით მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, სტიქიის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 25,000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

 

ერთ-ერთი ხე ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც 70 წლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

 

 

ქარის სიჩქარემ საათში 142 კილომეტრს მიაღწია. კუნძულ კორსიკაზე კი კიდევ უფრო ძლიერი ქარიშხალი დაფიქსირდა, რომლის სიჩქარე 175 კმ/სთ იყო.

 

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 455 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 15 2019

სიახლეები