დონალდ ტრამპმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტს, რომლის ოდენობაც 738 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
დოკუმენტი, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპა ხელი მოაწერა, საქართველოსაც ეხება, გამოხატავს რა „ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისადმი ერთგულებას, მათ შორის ქართველი სამხედროების ნატო-ს მისიებში მონაწილეობის მიმართ“.
„კონგრესი ადასტურებს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ის არ სცნობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად”,-წერია დოკუმენტში.
დოკუმენტში საუბარია უკრაინისთვის 300 მილიონის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე, სამხრეთ საზღვარზე კედლის მშენებლობასა და კოსმოსის ძალების შექმნაზე.
შეგახსენებთ, ამერიკის სენატმა თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტი გასულ კვირას, 86-8 ხმით დაამტკიცა.
სიახლეები
- ქათმის კუჭმაჭი
- "ზუსტად იგივე ხალხი, იგივე ევროპელები, იგივე ჩინოსნები და დიპლომატები გვაბრალებდნენ სააკაშვილის ტანჯვა-წამებას, რაც აღმოჩნდა ტყუილი და შემდეგ ბოდიშიც არ მოიხადეს" - შალვა პაპუაშვილი
- " ამათ თუ ვინმე გაჰყვება კიდევ, ცხვარი ვარო თავის თავს უნდა დააბრალოს – ატარებენ, ატარებენ ქუჩაში და გაჩერდებიან, გაუშვებენ სახლში " - გია გაჩეჩილაძე – ოპოზიციაზე
- ესპანეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა – ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა
- "თავისუფლების მოედანი" წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებს