ავსტრალიაში ხანძრების შედეგად მილიარდამდე ცხოველი და ფრინველი განადგურდა

სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორის, ქრის დიქმენის ინფორმაციით, ავტრალიაში ხანძრებს დაახლოებით ერთი მილიარდი ცხოველი და ფრინველი ემსხვერპლა. გასული კვირის მონაცემებით, ეს რიცხვი ნახევარ მილიარდს აღწევდა.

 

მისივე თქმით, მხოლოდ ახალი სამხეთ ველსის შტატში 800 მილიონი ცხოველია მკვდარი. ახალი მონაცემებით, ცხოველთა სიკვდილინობა არა მარტო ცეცხლმა, არამედ დაკვამლიანებამ, საკვებისა და საცხოვრებლის დაკარგვამაც გამოიწვია. მოცემული რიცხვი მოიცავს ძუძუმწოვრებს, ფრინველებს და ქვეწარმავლებს.

 

„ეს კლიმატური ცვლილებების შედეგებია. უბრალოდ ავტრალიამ ეს ყველაფერი სხვებზე ადრე გაიარა. ამით ჩვენ ვხედავთ, რა შედეგები შეიძლება კლიმატის ცვლილებას მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც მოჰყვეს“, - განაცხადა დიქმენმა.

 

ავსტრალიაში ცხოველების მდიდარი მრავალფეროვნებაა, მათ შორის 300 სახეობისთვის კონტინენტი მშობლიურია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხანძარმა მთელი სახეობები უკვე გაანადგურა, ან ზოგიერთი ეკოსისტემა სამუდამოდ შეცვალა.

წაკითხვა 397 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 09 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.