ამ გვერდის ამობედვა

ევროკავშირი თურქეთს დახმარებას 75 პროცენტით უმცირებს

ევროკავშირი თურქეთს გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი დახმარების თანხას 75 პროცენტით უმცირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანულ მედია სახლ Funke Mediengruppe-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთს დახმარება სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციისა და კვიპროსში გაზის მოპოვების მიზნით უკანონო ბურღვითი სამუშაოების გამო უმცირდება.

 

 

ბორელი აღნიშნავს, რომ ქვეყანა გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი დახმარების სახით მხოლოდ 168 მილიონ ევროს მიიღებს, საიდანაც 150 მილიონი ევრო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას მოხმარდება.

 

 

აღსანიშნავია, რომ შემცირება არ შეეხება 3.5 მილიარდ ევროს, რომელიც თურქეთმა ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში უნდა მიიღოს და რომლის სანაცვლოდან მან საკუთარი ტერიტორიიდან ევროპის მიმართულებით ლტოლვილთა უკანონო შედინება უნდა შეაჩეროს.

წაკითხვა 425 ჯერ

სიახლეები