ამ გვერდის ამობედვა

ვლადიმირ ზელენსკი - ჩემი აზრით, პუტინს ესმის, რომ უკრაინა დიდი, დამოუკიდებელი ქვეყანაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ის ფიქრობს, რომ მის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ესმის, რომ უკრაინა დიდი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

 

The Times of Israel-მა ზელენსკის კითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი კვლავ ფიქრობს, რომ „უკრაინა ქვეყანა არ არის“.

 

 

„არ ვიცი რას ფიქრობს ის. ჩემთვის არ უთქვამს. მე ვფიქრობ, მას ესმის ჩემი დამოკიდებულება: უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა. ჩვენ დიდი სახელმწიფო ვართ, ყველაზე დიდი ევროპაში. ჩემი აზრით, მას ეს ესმის. რას ფიქრობს ამაზე? ეს მხოლოდ მან იცის“,-განაცხადა ზელენსკიმ.

წაკითხვა 433 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 20 2020

სიახლეები