ამ გვერდის ამობედვა

აშშ, საფრანგეთი, იორდანია, დიდი ბრიტანეთი და სამხრეთ კორეა ჩინეთის ქალაქიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებენ

აშშ, საფრანგეთი და იორდანია ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკუთარი მოსახლეობის ევაკუაციას განახორციელებენ. ეს სახელმწიფოები აღნიშნული მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს სამხრეთ კორეა და გაერთიანებული სამეფოც.

 

ამასთან, ვირუსი 1400 ადამიანს დაუდასტურდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ ევაკუაცია მთავრობისა და ცენტრის თანამშრომლობით განხორციელდება. „სახელმწიფო დეპარტამენტს მიეცა ინფორმაცია, რათა უსაფრთხოდ მოახდინოს დიპლომატების უხანიდან ევაკუაცია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩართულია დაგეგმვის პროცესში“,-განაცხადეს ცენტრში.

წაკითხვა 496 ჯერ