ავღანეთში „თალიბანის“ 51 მებრძოლი მოკლეს

ავღანეთის სამთავრობო ძალებმა „თალიბების“ წინააღმდეგ სახმელეთო და საჰაერო თავდასხმები განახორციელეს, რასაც ბოლო 24 საათის განმავლობაში დაჯგუფება „თალიბანის“ 51 მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა კვირას 13 სახმელეთო და 12 ავიაიერიში განახორციელეს, რის შედეგადაც მოკლულია 51, დაჭრილია 13 და დაპატიმრებულია 6 „ტერორისტი“. პროვინცია ბალხის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ავიაიერიშების შედეგად, დაღუპულია სამი ქალი და ოთხი ბავშვი, რასაც გუბერნატორის ოფისთან საპროტესტო აქცია მოჰყვა. ავღანეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად პროვინციაში საგამოძიებო კომისიას გააგზავნის.

 

 

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია „თალიბანი“. მათი მტკიცებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ავღანურ სამთავრობო ძალებზე ორი თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ქუნდუზისა და ბალხის პროვინციებში სამთავრობო ძალების 18 წევრი დაიღუპა, რამდენიმე კი - დაიჭრა.

 

წაკითხვა 402 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 26 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.