იაპონიაში საკრუიზო გემზე 10 მგზავრს კორონავირუსი დაუდგინდა- 3700 ადამიანს ხომალდის დატოვების უფლებას არ აძლევენ

იაპონიაში, იოკოჰამას პორტში საკრუიზო ხომალდი დააკავეს, რომელშიც 10 ადამიანი კორონავირუსით დაავადებული აღმოჩნდა.

ხომალდ „ბრილიანტის პრინცესაზე“ მყოფი 3700 მგზავრიდან 300-ზე ჩატარდა გამოკვლევა. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს რისკი, რომ დაავადებულთა რიცხვი გაიზარდოს. ამის შესახებ წერს BBC-ი.

 

გემზე განგაში მას შემდეგ შეიქნა, რაც 80 წლის მამაკაცი ცუდად გახდა, რომლის შემოწმების შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა. იაპონური მედიის ინფორმაციით, 10-ივე დაავადებულის ასაკი 50 წელზე მეტია. საკარანტინო ღონისძიებები მინიმუმ 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის გამოც ყველა მგზავრს ადგილზე დარჩენა მოუწევს.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არ ფიქრობს ამ დრომდე, რომ პანდემიის საფრთხე არსებობს, თუმცა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მასშტაბურად იზრდება. ოფიციალურ დადასტურებულია დაავადების 24 300 შემთხვევა, 490 კი გარდაცვლილია.

 

მსგავსი სიტუაციაა აგრეთვე ჰონგ-კონგშიც, სადაც დროებით დაკავებულია ხომალდი, რომლის ბორტზეც 1800 მგზავრი იმყოფება. ამ დრომდე მიმდინარეობს სამედიცინო გამოკვლევები ეკიპაჟის წევრებზე და ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ მათგანს აღენიშნება ვირუსი.

წაკითხვა 438 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.