"გზაზე ნუ გადაგვეღობებით“ - ერდოღანმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა

"თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, სირიის პროვინციაში თურქი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო, უკიდურესად აღშფოთებულია, შურისძიებას აპირებს და რუსეთს მოუწოდებს, რომ ამაში ხელი არ შეუშალონ წინ არ გადაეღობონ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "გზაზე ნუ გადაგვეღობებით“ - ერდოღანმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა

 

"3 თებერვალს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სირიაში იდლიბის პროვინციაში რამდენიმე თურქი სამხედროსა და მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. ინციდენტი 2 თებერვალს მოხდა. თურქული მხარის ინფორმაციით, მათ პოზიციები სირიის პრეიზდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერმა ძალებმა დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა 5 თურქი სამხედრო და 3 ასევე თურქი სამოქალაქო პირი. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სანამ" თურქი ჯარისკაცების გარდაცვალებაში სირიის არმიის მონაწილეობა დაადასტურა. მათი თქმით, ცეცხლი გახსნილი იყო ტერორისტული დაჯგუფების წევრთა მიმართულებით, რომლებიც უკან იხევდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

"ამ ინციდენტს მაშინვე მოჰყვა ერდოღანის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მან 3 თებერვალს განაცხადა, რომ თურქეთის არმიამ საპასუხოდ 40 სამიზნე წერტილზე მიიტანა იერიში და 30-35 სირიელი სამხედრო განეიტრალდა. სირიის სამთავრობო ძალებზე თურქების საპასუხო საავიაციო და საარტილერიო დარტყვები ახლაც გრძელდება და ოფიციალური მონაცემებით, თურქეთის არმიამ 54 სამიზნე ობიექტი დაბომბა, რასაც 76 სირიელი ჯარისკაცი შეეწირა. გარდა ამისა, ერგოღანმა, რომელიც ამჟამად ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება, პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა ასადის მთავარ მოკავშირე რუსეთს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

 

"ჩვენი საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელები რუს კოლეგებთან კონტაქტში არიან. ჩვენს რუს კოლეგებამდე მივიტანეთ სიგნალი - „გზაზე ნუ გადაგვეღობებით", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. თავად რუსი ანალიტიკოსების შეფასებით, ოფიციალური მოსკოვი ძალიან რთულ სიტუაციაშია, რადგან, ერთის მხრივ, ასადის მხარდაჭერის გაგრძელება და ამის პარალელურად თურქეთთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 487 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 05 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.